Latest News

სპეციალური საგრანტო დაფინანსება და ფასდაკლება ინჟინერიის, სამართლის და სოციალური მეცნიერებების პროგრამების 2020 და 2021 წლის კურსდამთავრებულებისთვის

  • 23 Jun, 2022

შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია აცხადებს სპეციალურ საგრანტო კონკურსს და ფასდაკლებას საინჟინრო მიმართულებების, სამართლის და სოციალური მეცნიერებების პროგრამების 2020 და 2021 წლის კურსდამთავრებულებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაიარონ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა მომზადების აკრედიტებული პროგრამა და მიიღონ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ოფიციალური სტატუსი და ამ მიმართულებით დასაქმების რეალური შესაძლებლობა.

 

აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის სტანდარტული გადასახადი არის:

სრული 2 თვიანი აკრედიტებული პროგრამა - 1650 ლარი (საშეღავათო ფასი - 825 ლარი)

1 თვიანი (დაბალ და საშუალო რისკის ობიექტებზე) აკრედიტებული პროგრამა - 1250 ლარი (საშეღავათო ფასი - 625 ლარი)

 

  • საინჟინრო მიმართულებების, სამართლის და სოციალური მეცნიერებების პროგრამების 2020 და 2021 წლის ყველა კურსდამთავრებულზე მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება.
  • გამორჩეული, მაღალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულები, სპეციალურ კომისიასთან გასაუბრების საფუძველზე იღებან 70%-იან დაფინანსებას/გრანტს.

 

კურსდამთავრებული სარგებლობს ან ფასდაკლებით ან საგრანტო დაფინანსებით.

 

გრანტის მინიჭებას ახორციელებს სპეციალური კომისია გასაუბრების საფუძველზე.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებლა შეავსეთ რეგისტრაცია ფორმა.

ან დაგვიკავშირდით 595208199

 

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა მომზადების აკრედიტებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულებზე:

აკრედიტებული პროგრამა თბილისში

აკრედიტებული პროგრამა ბათუმში